2020 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 34 468 269 035 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 17 773 165 042 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 4 162 564 604 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 13 610 600 439 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 16 695 103 993 (ეროვნულ ვალუტაში - 8 685 902 500 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8 009 201 494 ლარის ეკვივალენტი).
საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 3 792 791 663 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 1 985 600 202 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 1 807 191 461 ლარის ეკვივალენტი.