2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 35 417 788 610 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 18 491 002 693 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 4 508 098 880 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 13 982 903 813 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 16 926 785 917 (ეროვნულ ვალუტაში - 8 927 028 235 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 7 999 757 682 ლარის ეკვივალენტი).
საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 4 041 749 759 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2 206 847 530 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 1 834 902 229 ლარის ეკვივალენტი.