სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2021 წლის 31 იანვრის მდგომარეობით

16 თებერვალი 2021

2021 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 35 564 174 393 ლარს შეადგენს.

მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 18 716 781 831 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 4 390 053 701 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 14 326 728 130 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 16 847 392 562 (ეროვნულ ვალუტაში - 9 088 844 826 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 7 758 547 736 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 3 918 156 479 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2 068 085 060 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 1 850 071 420 ლარის ეკვივალენტი.