სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2021 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით

16 მარტი 2021

2021 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 36 759 294 167 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 18 895 820 181 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 4 468 258 138 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 14 427 562 044 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 17 863 473 985 (ეროვნულ ვალუტაში - 9 435 425 234 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8 428 048 751 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 3 988 538 894 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2 123 451 750 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 1 865 087 145 ლარის ეკვივალენტი.