2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 37 026 095 275 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 19 405 623 753 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 4 542 107 957 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 14 863 515 796 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 17 620 471 522 (ეროვნულ ვალუტაში - 8 804 467 697 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8 816 003 824 ლარის ეკვივალენტი).
საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 4 030 143 378 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2 127 178 001 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 1 902 965 378 ლარის ეკვივალენტი.