სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2021 წლის 30 აპრილის მდგომარეობით

19 მაისი 2021

2021 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 36,387,344,622 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 19,926,456,469 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 4,675,273,771 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 15,251,182,699 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 16,460,888,153 (ეროვნულ ვალუტაში - 8,731,099,479 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 7,729,788,674 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 4,170,041,025 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2,233,727,198 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 1,936,313,827 ლარის ეკვივალენტი.