სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2021 წლის 31 მაისის მდგომარეობით

17 ივნისი 2021

2021 წლის 31 მაისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 36 244 672 210 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 19 186 321 381 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 4 627 192 005 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 14 559 129 376 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 17 058 350 828 (ეროვნულ ვალუტაში - 9 493 556 041 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 7 564 794 788 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 4 085 587 025 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2 165 252 008 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 1 920 335 017 ლარის ეკვივალენტი.