სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით

16 ივლისი 2021

2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 35 284 139 663 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 18 822 358 340 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 4 691 739 624 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 14 130 618 715 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 16 461 781 324 (ეროვნულ ვალუტაში - 9 207 929 947 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 7 253 851 377 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 4 137 243 793 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2 199 692 365 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 1 937 551 428 ლარის ეკვივალენტი.