სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2021 წლის 31 ივლისის მდგომარეობით

17 აგვისტო 2021

2021 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 35 863 134 272 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 19 414 624 316 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 5 013 178 123 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 14 401 446 192 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 16 448 509 956 (ეროვნულ ვალუტაში - 9 156 809 664 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 7 291 700 292 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 4 193 697 315 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2 216 818 522 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 1 976 878 794 ლარის ეკვივალენტი.