სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2021 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით

16 სექტემბერი 2021

2021 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 36 267 476 892 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 19 377 263 695 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 4 870 198 366 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 14 507 065 329 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 16 890 213 197 (ეროვნულ ვალუტაში - 9 410 953 834 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 7 479 259 363 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 4 252 809 861 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2 231 450 938 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 2 021 358 922 ლარის ეკვივალენტი.