2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 36 712 171 296 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 19 622 532 668 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 4 971 925 521 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 14 650 607 147 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 17 089 638 628 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 9 229 304 236 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 7 860 334 392 ლარის ეკვივალენტი).
საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 4 295 583 592 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2 253 057 811 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 2 042 525 780 ლარს ეკვივალენტი.