სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2021 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით

16 ნოემბერი 2021

2021 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 14 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 37 256 266 276 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 19 969 082 572 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 4 927 372 882 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 15 041 709 691 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 17 287 183 704 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 9 431 389 053 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 7 855 794 651 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 4 267 309 026 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2 200 907 456 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 2 066 401 570 ლარი ეკვივალენტი.