სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2021 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით

16 დეკემბერი 2021

2021 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 14 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 36,715,126,546 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 19,592,952,869 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 4,991,784,691 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 14,601,168,178 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 17,122,173,677 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 9,215,161,173 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 7,907,012,504 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 4,277,486,929 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2,224,326,340 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 2,053,160,589 ლარი ეკვივალენტი.