სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით

18 იანვარი 2022

2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 14 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 38,030,232,550 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 20,291,183,577 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 5,433,540,284 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 14,857,643,293 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 17,739,048,974 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 9,576,186,594 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8,162,862,380 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 4,555,987,311 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2,476,154,276 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 2,079,833,035 ლარის ეკვივალენტი.