სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2022 წლის 31 იანვრის მდგომარეობით

14 მარტი 2022

2022 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 14 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 37,514,990,912 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 19,670,402,754 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 5,270,085,353 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 14,400,317,401 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 17,844,588,157 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 10,019,178,428 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 7,825,409,729 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 4,349,077,714 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2,290,025,665 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 2,059,052,049 ლარი ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 454,101,870 ლარს (ეროვნულ ვალუტაში - 331,914,580 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 122,187,290 ლარის ეკვივალენტი).