2022 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 14 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 38,706,519,150 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 20,251,899,516 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 5,369,039,663 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 14,882,859,854 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 18,454,619,633 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 10,193,372,963 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8,261,246,670 ლარის ეკვივალენტი).
საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 4,389,173,194 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2,313,081,316 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 2,076,091,879 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 451,395,532 ლარს (ეროვნულ ვალუტაში - 323,375,685 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 128,019,847 ლარის ეკვივალენტი).