2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 14 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 38,044,715,550 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 19,854,011,441 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 5,389,446,062 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 14,464,565,379 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 18,190,704,109 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 9,730,892,712 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8,459,811,397 ლარის ეკვივალენტი).
საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 4,304,577,856 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2,287,315,281 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 2,017,262,575 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 458,545,907 ლარს (ეროვნულ ვალუტაში - 329,675,711 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 128,870,196 ლარის ეკვივალენტი).