2022 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 14 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 38,497,458,125 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 20,030,531,633 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 5,442,554,997 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 14,587,976,636 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 18,466,926,492 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 9,737,409,761 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8,729,516,732 ლარის ეკვივალენტი).
საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 4,364,964,002 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2,295,848,757 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 2,069,115,244 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 465,094,529 ლარს (ეროვნულ ვალუტაში - 336,852,658 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 128,241,872 ლარის ეკვივალენტი).