2022 წლის 31 მაისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 14 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 38,737,891,482 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 19,984,041,738 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 5,503,349,601 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 14,480,692,137 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 18,753,849,744 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 10,372,409,695 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8,381,440,049 ლარის ეკვივალენტი).
საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 4,435,944,027 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2,309,728,719 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 2,126,215,308 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 477,650,504 ლარს (ეროვნულ ვალუტაში - 346,041,170 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 131,609,335 ლარის ეკვივალენტი).