სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით

19 ივლისი 2022

2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 14 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 39,685,932,873 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 20,622,383,267 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 5,698,488,425 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 14,923,894,842 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 19,063,549,606 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 10,496,915,073 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8,566,634,532 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 4,613,834,290 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2,396,441,705 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 2,217,392,585 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 489,070,605 ლარს (ეროვნულ ვალუტაში - 354,562,864 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 134,507,741 ლარის ეკვივალენტი).