სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2022 წლის 31 ივლისის მდგომარეობით

17 აგვისტო 2022

2022 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 14 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 40,179,875,123 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 20,662,701,304 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 5,923,819,600 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 14,738,881,703 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 19,517,173,819 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 10,921,708,373 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8,595,465,447 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 4,658,416,076 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2,411,417,791 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 2,246,998,285 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 506,298,804 ლარს (ეროვნულ ვალუტაში - 370,247,713 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 136,051,091 ლარის ეკვივალენტი).