სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2022 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით

16 სექტემბერი 2022

2022 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 14 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 43,233,065,508 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 22,232,278,365 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 5,933,181,724 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 16,299,096,641 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 21,000,787,142 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 11,717,128,535 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 9,283,658,608 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 4,825,604,240 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2,418,345,380 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 2,407,258,861 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 516,327,594 ლარს (ეროვნულ ვალუტაში - 368,989,224 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 147,338,370 ლარის ეკვივალენტი).