სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით

19 ოქტომბერი 2022

2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 14 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 43,521,827,418 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 22,603,093,672 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 6,155,297,186 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 16,447,796,486 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 20,918,733,745 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 12,126,835,064 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8,791,898,681 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 4,923,945,978 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2,482,824,286 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 2,441,121,692 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 525,693,612 ლარს (ეროვნულ ვალუტაში - 376,477,581 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 149,216,030 ლარის ეკვივალენტი).