სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2022 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით

17 ნოემბერი 2022

2022 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 14 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 43,678,510,608 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 22,870,606,332 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 6,246,210,100 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 16,624,396,232 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 20,807,904,276 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 11,967,417,999 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8,840,486,277 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 4,969,642,570 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2,476,170,345 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 2,493,472,225 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 531,199,411 ლარს (ეროვნულ ვალუტაში - 379,992,534 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 151,206,877 ლარის ეკვივალენტი).