სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2022 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით

16 დეკემბერი 2022

2022 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 14 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 44,099,067,032 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 22,888,986,877 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 6,301,867,854 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 16,587,119,023 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 21,210,080,155 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 12,343,021,312 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8,867,058,843 ლარის ეკვივალენტი).

დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 5,543,714,757 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 5,007,937,658 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2,478,075,405 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 2,529,862,253 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 535,777,099 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 378,574,462 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 157,202,637 ლარის ეკვივალენტი).