სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით

17 იანვარი 2023

2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 14 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 46,031,689,141 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 23,998,081,281 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 6,857,342,143 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 17,140,739,138 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 22,033,607,860 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 12,943,579,721 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 9,090,028,139 ლარის ეკვივალენტი).

დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 5,918,040,113 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 5,362,648,549 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2,781,993,860 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 2,580,654 689 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 555,391,565 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 391,657,982 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 163,733,583 ლარის ეკვივალენტი).