სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობით

21 თებერვალი 2023

2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 14 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 44,980,432,777 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 23,442,042,872 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 6,652,828,475 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 16,789,214,397 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 21,538,389,905 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 13,180,794,938 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8,357,594,967 ლარის ეკვივალენტი).

დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 5,674,317,757 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 5,141,568,239 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2,575,703,305 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში 2,565,864,935 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 532,749,518 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 372,072,574 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 160,676,943 ლარის ეკვივალენტი).