მიმდინარე წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 22 311 590 549 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 11 571 704 886 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 2 810 635 610 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8 761 069 275 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 10 739 885 663 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 5 489 664 853 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 5 250 220 810 ლარის ეკვივალენტი).
საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1 615 746 367 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 972 114 746 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 643 631 621 ლარის ეკვივალენტი.