სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2023 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით

16 მარტი 2023

2023 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 14 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 44,832,828,480 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 23,492,965,089 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 6,894,436,723 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 16,598,528,366 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 21,339,863,391 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 12,964,184,085 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8,375,679,306 ლარის ეკვივალენტი).

დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 5,804,255,983 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 5,266,538,356 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2,693,572,741 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 2,572,965,615 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 537,717,627 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 376,688,219 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 161,029,408 ლარის ეკვივალენტი).