2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 14 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 44,551,358,254 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 23,282,307,406 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 7,130,571,277 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 16,151,736,129 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 21,269,050,848 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 13,194,165,085 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8,074,885,762 ლარის ეკვივალენტი).
დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 5,835,059,498 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 5,290,202,708 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2,746,333,276 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 2,543,869,432 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 544,856,791 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 385,955,765 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 158,901,026 ლარის ეკვივალენტი).