2023 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 14 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 44,159,273,209 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 22,993,994,567 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 7,391,507,703 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 15,602,486,864 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 21,165,278,642 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 13,733,721,544 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 7,431,557,098 ლარის ეკვივალენტი).
დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 5,836,460,853 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 5,283,311,078 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2,789,871,962 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 2,493,439,116 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 553,149,775 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 399,015,010 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 154,134,765 ლარის ეკვივალენტი).