2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 14 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 46,456,046,581 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 23,698,520,578 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 7,683,436,826 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 16,015,083,753 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 22,757,526,003 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 14,982,695,403 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 7,774,830,600 ლარის ეკვივალენტი).
დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 5,985,860,111 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 5,421,975,794 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2,873,600,379 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 2,548,375,414 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 563,884,317 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 406,349,135 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 157,535,182 ლარის ეკვივალენტი).