სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით

18 ივლისი 2023

2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 48,042,435,758 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 24,593,879,945 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 8,097,237,441 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 16,496,642,504 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 23,448,555,813 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 15,331,917,647 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8,116,638,166 ლარის ეკვივალენტი).

დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 6,173,689,402 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 5,601,313,594 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 3,008,565,142 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 2,592,748,452 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 572,375,807 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 414,462,530 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 157,913,277 ლარის ეკვივალენტი).