სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2023 წლის 31 ივლისის მდგომარეობით

17 აგვისტო 2023

2023 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 48,890,582,596 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 23,924,030,989 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 8,279,916,447 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 16,686,635,160 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 23,924,030,989 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 15,584,977,277 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8,339,053,711 ლარის ეკვივალენტი).

დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 6,288,256,154 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 5,705,040,018 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 3,079,831,926 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 2,625,208,092 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 583,216,136 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 426,603,664 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 156,612,472 ლარის ეკვივალენტი).