სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით

18 სექტემბერი 2023

2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 49,110,587,518 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 24,977,073,370 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 8,386,885,668 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 16,590,187,702 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 24,133,514,148 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 16,082,869,707 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8,050,644,441 ლარის ეკვივალენტი).

დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 6,355,849,055 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 5,770,325,278 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 3,122,799,827 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 2,647,525,451 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 585,523,778 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 428,481,107 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 157,042,670 ლარის ეკვივალენტი).