სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით

18 ოქტომბერი 2023

2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 50,416,351,297 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 25,161,928,198 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 8,407,483,778 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 16,754,444,421 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 25,254,423,099 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 16,403,294,877 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8,851,128,221 ლარის ეკვივალენტი).

დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 6,349,833,169 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 5,759,984,009 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 3,119,348,399 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 2,640,635,611 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 589,849,160 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 431,008,746 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 158,840,414 ლარის ეკვივალენტი).