2023 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 52,337,842,525 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 26,846,911,692 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 8,766,374,918 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 18,080,536,774 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 25,490,930,833 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 16,391,257,636 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 9,099,673,197 ლარის ეკვივალენტი).
დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 6,458,505,546 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 5,865,799,855 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 3,195,466,746 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 2,670,333,110 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 592,705,690 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 434,408,955 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 158,296,735 ლარის ეკვივალენტი).