2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 52,086,060,012 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 27,334,686,314 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 9,517,197,648 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 17,817,488,666 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 24,751,373,697 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 15,623,985,362 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 9,127,388,335 ლარის ეკვივალენტი).
დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 6,863,830,142 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 6,256,780,443 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 3,567,256,854 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 2,689,523,589 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 607,049,699 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 447,696,905 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 159,352,795 ლარის ეკვივალენტი).