მიმდინარე წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 22 676 454 337 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 11 815 465 104 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 2 858 565 660 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8 956 899 445 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 10 860 989 233 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 5 516 704 002 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 5 344 285 230 ლარის ეკვივალენტი).
საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1 633 042 796 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 985 319 072 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 647 723 724 ლარის ეკვივალენტი.