2024 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 51,892,016,215 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 27,129,219,385 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 9,667,284,382 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 17,461,935,004 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 24,762,796,829 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 15,778,217,666 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8,984,579,164 ლარის ეკვივალენტი).
დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 9,455,306,515 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 8,529,332,127 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 4,367,316,239 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 4,162,015,888 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 925,974,388 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 651,976,331 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 273,998,057 ლარის ეკვივალენტი).