სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2024 წლის 30 აპრილის მდგომარეობით

16 მაისი 2024

2024 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 54,034,629,679 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 28,090,805,241 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 10,233,168,056 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 17,857,637,184 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 25,943,824,438 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 17,093,833,315 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8,849,991,123 ლარის ეკვივალენტი).

დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 9,706,495,591 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 8,752,038,949 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 4,554,723,660 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 4,197,315,289 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 954,456,642 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 679,068,344 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 275,388,298 ლარის ეკვივალენტი).