2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 56,792,384,523 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 29,342,885,741 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 10,362,938,317 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 18,979,947,424 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 27,449,498,782 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 17,900,421,417 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 9,549,077,364 ლარის ეკვივალენტი).
დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 9,874,462,927 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 8,898,907,428 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 4,548,338,398 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 4,350,569,031 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 975,555,499 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 689,168,297 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 286,387,202 ლარის ეკვივალენტი).