სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2024 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით

18 სექტემბერი 2024

2024 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 16 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 57,791,682,611 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 29,533,460,901 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 10,809,841,175 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 18,723,619,726 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 28,258,221,711 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 18,680,564,297 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 9,577,657,414 ლარის ეკვივალენტი).

დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 10,115,074,193 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 9,125,386,422 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 4,721,727,364 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 4,403,659,058 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 989,687,770 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 706,550,640 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 283,137,131 ლარის ეკვივალენტი).