2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 16 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 59,171,161,963 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 29,958,706,804 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 10,742,396,037 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 19,216,310,768 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 29,212,455,159 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 18,997,998,307 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 10,214,456,852 ლარის ეკვივალენტი).
დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 10,287,882,522 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 9,286,507,588 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 4,800,738,818 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 4,485,768,771 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 1,001,374,934 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 713,538,214 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 287,836,720 ლარის ეკვივალენტი).