2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 16 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 59,059,989,130 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 30,095,143,128 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 10,358,170,199 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 19,736,972,929 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 28,964,846,002 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 18,196,412,690 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 10,768,433,312 ლარის ეკვივალენტი).
დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 10,236,810,834 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 9,303,645,121 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 4,744,415,779 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 4,559,229,342 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 933,165,713 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 693,157,491 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 240,008,221 ლარის ეკვივალენტი).