სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2018 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით

16 ნოემბერი 2018

მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 23 067 610 686 ლარს შეადგენს.

მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 23 067 610 686 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 12 192 417 040 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 2 865 382 306 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 9 327 034 734 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 10 875 193 647 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 5 402 095 956 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 5 473 097 690 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1 638 536 190 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 978 776 669 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 659 759 522 ლარის ეკვივალენტი.