სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2024 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით

17 დეკემბერი 2024

2024 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 16 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 59,705,180,667 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 30,754,670,031 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 10,264,356,794 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 20,490,313,238 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 28,950,510,636 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 17,982,633,944 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 10,967,876,692 ლარის ეკვივალენტი).

დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 10,219,191,690 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 9,293,453,904 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 4,700,615,462 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 4,592,838,441 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 925,737,786 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 683,500,183 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 242,237,603 ლარის ეკვივალენტი).