სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით

16 იანვარი 2025

2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 17 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 60,291,566,057 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 31,849,232,375 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 10,791,149,738 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 21,058,082,637 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 28,442,333,682 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 17,003,349,780 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 11,438,983,902 ლარის ეკვივალენტი).

დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 10,673,540,169 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 9,731,533,761 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 5,113,810,303 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 4,617,723,458 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 942,006,408 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 695,690,453 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 246,315,955 ლარის ეკვივალენტი).