სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით

28 თებერვალი 2025

2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 18 ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 60,232,775,400 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 31,914,995,788 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 10,550,408,455 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 21,364,587,333 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 28,317,779,612 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 17,108,216,083 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 11,209,563,529 ლარის ეკვივალენტი).

დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 10,405,772,782 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 9,497,336,626 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 4,844,588,754 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 4,652,747,872 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები 908,436,156 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 663,619,163 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 244,816,993 ლარის ეკვივალენტი).