2025 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 19 ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 59,504,945,562 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 32,022,198,896 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 10,768,014,660 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 21,254,184,236 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 27,482,746,665 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 16,629,478,415 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 10,853,268,250 ლარის ეკვივალენტი).
დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 10,560,090,616 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 9,661,555,394 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 4,990,072,686 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 4,671,482,708 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები 898,535,223 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 656,752,083 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 241,783,139 ლარის ეკვივალენტი).